ბლოგი / მოვლა

კატის ხასიათი და მისი ნიშნები

August 24, 2018 09:40 by Nika Gigashvili


ალბათ ყველას გვაინტერესებს, თუ როგორ ხასიათზეა ჩვენი ფისო ამა თუ იმ მომენტში, სურს თუ არა მას მოფერება ან თამაში, მივაქციოთ ყურადღება თუ უბრალოდ მარტო ყოფნა უნდა და სჯობს დავანებოთ კატას თავი. ქვემოთ მოყვანილია 8 ნიშანი, რომელიც დაგეხმარებათ კატის ხასიათის წაკითხვაში.

  1. კრუტუნი
    კატის კრუტუნი ხშირად ბედნიერების ნიშანია, თუმცა არა ყოველთვის. კატები ასევე იყენებენ კრუტუნს სტრესისაგან გასათავისუფლებლად, ავადმყოფობასთან გასამკლავებლად ან ტკივილს შესამსუბუქებლად. თუ კატა კრუტუნებს დააკვირდით მის პოზასა და კუნთებს, ასევე თვალებს, ბედნიერი კატა მოდუნებულია და ხშირად დახუჭული აქვს, ან ნელა ხუჭავს და ახელს თვალს.

  2. კუდის ქიცინი
    კატის კუდის მოძრაობის სისწრაფე და მანერა მიგვანიშნებს სხვადასხვა განწყობაზე. თუ კატის კუდი ნელა მოძრაობს აქეთ იქით, ან გვეხვევა ხელსა თუ ფეხზე, ეს ნიშნავს სიმშვიდესა და ბედნიერებას. თუ კატის კუდი სწრაფად მოძრაობს აქეთ იქით და თვალები გაფართოებული აქვს, ესეიგი ის თამაშის ხასიათზე, ელოდეთ თავდასხმას. თუ კატა ძალიან სწრაფად ამოძრავებს კუდს, დააკვირდით მის სახესა და პოზიციას, ის რაღაცაზე გაბრაზებული შეიძლება იყოს.

  3. ხახუნი
    როდესაც კატა შუბლს გისვამთ ან ფეხებზე გეხახუნებათ, ეს ნდობასა და სიყვარულს გამოხატავს. ამ დროს კატა მშვიდადაა. თუ ის ფეხებზე გეხახუნებათ, ან 8-სებრად დადის თქვენს ფეხებს შორის მას შეიძლება თამაში ან მოფერება უნდოდეს. ხახუნით კატები ასევე გიცვლიან სუნს, რაც მათთვის მეტი კავშირის მანიშნებელია.

  4. თათის ნელი შეხება
    როდესაც პატრონს სძინავს კატება იციან სახეზე თათის ნელი შეხება, თუ არ გაეღვიძა იმეორებენ ამას უფრო ინტენსიურად ეს არის ყურადღების ან საჭმლისათვის ადამიანთან ურთიერთობა. თუ კატა ძლიერად გირტყამთ და კნავის კიდეც, ე.ი. მას რაღაც სასწრაფოდ სჭირდება, აუცილებლად დროულად მიაქციეთ ყურადღება. კატები კარგად გრძნობენ ადამიანის ჯანმრთელობასა და განწყობას, კატის პატრონებმა იციან, რომ ხშირად ცუდად ყოფნის ან ცუდ განწყობაზე ყოფნისას გარდა გადამეტებული ყურადღებისა კატებმა გამამხნევებელი “მოთათუნებაც” იციან.

    --RELATED--
  5. ტუალეტით არ სარგებლობა
    კატისტუალეტის გარეთ მოსაქმება შეიძლება პატრონებს მის ცუდად მოქცევად ჩაითვალოს, თუმცა ეს უმეტესად ასე არ არის ხოლმე. ასეთი საქციელი ან უყურადღებობის, დაუსუფთავებელი ქვიშის, არასწორ არომატიანი ქვიშის ბრალი შეიძლება იყოს. კატები სისუფთავისა და მგრძნობიარე ცხოველები არიან და შესაბამისად იგივეს მოითხოვენ პატრონისაგან.

  6. მაღლა აპრეხილი კუდი
    კატის მაღლა აპრეხილი და ბოლოში წინ გადახრილი კუდი მისი ბედნიერების ნიშანია.

  7. აფოფრილი ბეწვი
    კატის ხერხემლის გაწვრივ აფოფრილი ბეწვი, გვერდული დგომა და ნაძვისხესავით გაშლილი კუდის ბეწვი მისი გაბრაზებისა და თავდაცვის რეჟიმში ყოფნის ნიშანია. ამ დროს ისნი კლანჭებს აჩენენ და სისინს იწყებენ. (რაც ითვლება, რომ გველისგან აქვთ ნასწავლი და ეფექტურად იყენებენ მოწინააღმდეგის შესაშინებლად)

  8. თვალის ნელი დახამხამება
    კატის თვალის ნელა დახამხამებას იმსახურებენ მხოლოდ კატისთვის სანდო ცხოველები და ადამიანები. კატის ნდობისა და სიყვარულის მანიშნებელი კიდევ ერთი ქმედება ნახევრად დახუჭული თვალებით ყურებაა. ასეთი ჟესტიკულაციისას კატა ბედნიერი და დამშვიდებულია.

--RELATED--

 

წყარო: iheartcats.com


1655 ნახვა