ბლოგი / მოვლა

თუთიყუშის მოვლა

March 8, 2018 20:41 by Kate Katel


თუთიყუშები ჭკვიანი, მგრძნობიარე და ხალისიანი ფრინველები არიან, სწორედ ამიტომ ისინი შესანიშნავი ადამიანის მეგობრები არიან. თუთიყუშის მოვლა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს, თუმცა ყველაფერს თავისი წესი აქვს და აუცილებლად უნდა დავიცვათ გარკვეული წესები. თუ გსურთ, რომ თქვენმა თუთიყუშმა დიდხანს და ჯანმრთელად იცხოვროს, საჭიროა წინასწარ გაერკვეთ თუ როგორ მოუაროთ თუთიყუშს.

ნებისმიერი ცხოველის თუ ფრინველის მოყვანამდე აუცილებელია მოიძიოთ ინფორმაცია მათ ჯიშებზე, კვებაზე და ზოგადად მოვლაზე. შინაური ცხოველის ასაყვანად მზად უნდა იყოთ ყველანაირად. თუთიყუშები  საკმაოდ დიდხანს ცოცხლობენ და გაითვალისწინეთ, რომ ის შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზე თქვენი მეგზური იყოს.

tutiyushis movla

თუთიყუშის მოყვანამდე აუცილებელია მოამზადოთ მისთვის გალია. მათთვის უმჯობესია აარჩიოთ ოთხკუთხა ფორმის გალია, როგორც ცნობილია მრგვალი ფორმის გალიაში ისინი დაუცველად გრძნობენ თავს. მასში თავისუფლად უნდა შეეძლოს თუთიყუშს მოძრაობა და საკმარისი ადგილი უნდა იყოს საჭირო ნივთებისთვის. პატარა ზომის თუთიყუშებისთვის გალიები მრავლად იყიდება ზოომაღაზიებში. დიდი ზომის ფრინველებისთვის კი აჯობებს დაამზადებინოთ.

პატარა თუთიყუშისთვის საჭირო გალიის მინიმალური ზომაა: 60*60*60სმ;

დიდი თუთიყუშისთვის საჭირო გალიის მინიმალური ზომაა: 150*180*105სმ

rogor movuarot tutikushs

თუთიყუშები სოციალური არსებები არიან. მათ უყვართ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და ცუდად იტანენ მარტოობას. ამიტომ გალია დადგით ისეთ ოთახში, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ. თუ სხვა ცხოველები გყავთ ოჯახში, ყურადღებით იყავით რომ არ დააფრთხონ თუთიყუში. მათი მარტო დატოვების შემთხვევაში ისეთ ოთახში დატოვეთ, რომ სხვა ცხოველებმა არ შეაწუხონ. არ შეიძლება თუთიყუშის ყოფნა სამზარეულოში, რადგან გაზქურამ, საჭმლის სუნმა ან ორთქლმა შესაძლოა ცუდად იმოქმედოს.

თუთიყუშებისთვის სასურველი ტემპერატურა 18-28 გრადუსია. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ცუდად მოქმედებს მათზე. ნუ დადებთ გალიას მზეზე, შესაძლოა თუთიყუშის ორგანიზმი გადახურდეს. ასევე, არ შეიძლება მისი ყოფნა ორპირში.

თუთიყუშის გალიის გასუფთავება საჭიროა ყოველ ორ დღეში. საკვები და წყალი ყოველდღე გამოუცვალეთ, გამოცვლისას კი ჯამები გარეცხეთ (შენიშვნა: გამოიყენეთ თუთიყუშისთვის უსაფრთხო სარეცხი საშუალებები). თუთიყუშს მოსწონს ბანაობა, ამიტომ წყალი ჩაუდგით საშუალო ზომის ჭურჭლით.

--RELATED--

სპეციალურ მშრალ საკვებთან ერთად შეგიძლიათ თუთიყუშს აჭამოთ ვაშლი, ატამი, ბანანი. ყურძნი, სტაფილო, ჭარხალი, ბარდა, ბროკოლი. ხილ-ბოსტნეული მიეცით აუცილებლად გარეცხილი და ოთახის ტემპერატურის.

გალიაში საკვებისა და წყლის ჯამების გარდა, თუთიყუშს უნდა ჰქონდეს ცარცი ან კალციუმი, სალესი ბრჭყალებისა და ნისკარტისთვის. გალიას უნდა ჰქონდეს სპეციალური ტოტები ჩამოსაჯდომად. სარკე არ არის სასურველი თუ გინდათ, რომ ლაპარაკი ასწავლოთ, ხოლო თუ უკვე იმ ასაკშია, რომ აღარ დაიწყებს ლაპარაკს, მაშინ შეგიძლიათ დაუკიდოთ სარკეც და უფრო გაერთობა.

როგორ მოუაროთ თუთიყუშს გალია

თუ გინდათ ლაპარაკი ისწავლოს, აიყვანეთ პატარა ასაკის თუთიყუში, წამოზრდილები ნაკლებად იწყებენ ლაპარაკს. მამალი თუთიყუშები უფრო იოლად სწავლობენ ლაპარაკს. ასევე, გაითვალისწინეთ რომ თუ ორ თუთიყუშს აიყვანთ, ისინი თქვენთან ნაკლებ კონტაქტს დაამყარებენ და ლაპარაკსაც ძნელად თუ დააწყებინებთ.  ხშირად ესაუბრეთ მას, გაუმეორეთ ერთი და იგივე, მოკლე ფრაზები მაგ. “დილა მშვიდობისა”, “ღამე მშვიდობისა”, “გამარჯობა” და ა.შ. მან შეიძლება აითვისოს ის სიტყვები, რასაც ხშირად ამბობთ ოჯახში, ამიტომ სწორად შეარჩიეთ ლექსიკა ))

ზოგ თუთიყუშს მოსწონს მოფერება და ხელით შეხება, ზოგს არა. ამიტომ ფრთხილად მიუახლოვდით თავიდან და შემდეგ მისი რეაქციის მიხედვით იხელმძღვანელეთ.

თუთიყუშების მენტალური სტიმულაციისთვის და ასევე მოწყენილობის თავიდან ასაცილებლად კარგია თუ გალიაში ღია, ნათელი ფერის სათამაშოებს ჩაუდებთ. სათამაშოები პერიოდულად შეუცვალეთხოლმე, რადგან შესაძლოა ერთიდაიგივე მალე მობეზრდეთ. ძილის წინ, ღამე  გადააფარეთ გალიას ქსოვილი, დილით კი გადახდა არ დაგავიწყდეთ.

პერიოდულად სასურველია აჩვენოთ ორნითოლოგ-ვეტერინარს. თუ თქვენი ფრინველი მოწყენილი ან მობუზულია, აკანკალებს ან რაიმე სხვა ცვლილება აღენიშნება, მაშინ ვეტკლინიკაში ვიზიტს ნუ გადადებთ.

 

--RELATED--

4105 ნახვა