ბლოგი / მოვლა

ბეწვის ცვენა კატებში




ბეწვის ცვენის პრობლემა ალბათ, ყველა კატის მეპატრონეს აერთიანებს (გამონაკლისია სფინქსის მეპატრონეები).

ხშირ შემთხვევაში ბეწვის ცვენის მიზეზებია:

ალერგია

ადამიანების მსგავსად შესაძლოა კატებსაც ქონდეთ ალერგია გარკვეულ საკვებზე, მწერის ნაკბენზე, მედიკამენტებზე, მტვერზე და ა.შ. ამ შემთხვევაში ბეწვის ცვენას ხშირად თან ახლავს ქავილი და კანის აქერცვლა. ალერგიის მკურნალობა რთული არ არის, მაგრამ სავარუდოდ მთელი ცხოვრება მოგიწევთ თქვენი ფუმფულა მეგობრისთვის წამლის მიცემა.

პარაზიტები

რწყილები, ტკიპები და ტილები იწვევენ ქავილს და ბეწვის ცვენას, ხშირად ბუდობრივად და შეიძლება იარებიც კი გაუჩნდეს კანზე კატას. მათი მოშორება სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან თუ რომელი წამალია უფრო ეფექტური და უსაფრთხო.

სოკო

მიკოსპოროზი, ტრიქოფიტოზი და მკრეჭავი მუნი. ამ დროს კატას ბეწვი ცვივა სოკოთი დაავადებულ ადგილებში.

სტრესი და მღელვარება

სტრესის შედეგად შესაძლოა კატებს განუვითარდეთ ფსიქოგენური ალოპეცია. სტრესის მიზეზი შეიძლება იყოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ოჯახში ახალი წევრის შემოსვლა ან ახალი ცხოველის დამატება. კატას შესაძლოა დასჭირდეს ანტიდეპრესანტებით მკურნალობა ან/და გარემო პირობების შეცვლა.

ბეწვის ცვენის მიზეზი შესაძლოა იყოს ასევე დასუსტებული იმუნიტეტი, ჰორმონალური დარღვევები, სხვადასხვა დაავადება, ვიტმინებისა და მინერალების ნაკლებობა და სხვ.

ცხოველები თითქმის მთელი წლის განმავლობაში იცვიან ბეწვს, მაგრამ ძირითადად ეს ხდება შემოდგომასა და გაზაფხულზე. სეზონურ ბეწვის გამოცვლას თან არ ახლავს ქავილი და აქერცვლა. თუ ბეწვის მოვლა სათანადოდ ხდება ეს პერიოდი გრელდება ერთ თვემდე.

კატის თმის ცვენა

ზუსტი დიაგნოზის დასასმელად ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგს:

  • რამდენი ხანი გრძელდება ბეწვის ცვენა;
  • ხომ არ ახასიათებს ცხოველს ღებინება, დიარეა, წონაში კლება ან უმადობა;
  • კონკრეტულ ადგილებში ცვივა ბეწვი თუ მთელ ტანზე;
  • აქვს თუ არა მსგავსი პრობლემა ოჯახში სხვა ცხოველს ან ადამიანს (მაგ. მკრეჭავი მუნი ადამიანზეც გადადის);
  • ხომ არ შეგიცვლიათ კატის საკვები;
--RELATED--

ასევე შესაძლოა დაგჭირდეთ:

  • კანის ანაფხეკის და ბეწვის ანალიზი;
  • სისხლის ანალიზი და კანის ბიოფსია;

მკურნალობა მთლიანად დამოკიდებულია ბეწვის ცვენის გამომწვევ მიზეზზე. დიაგნოზის დასმის შემდეგ ვეტერინარი დაგინიშნავთ მკურნალობას, რომელიც აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოთ.

დიაგნოზის მიუხედავად, ბეწვის დავარცხნა ძალიან მნიშვნელოვანია კატებისთვის. ამ დროს შორდება მკვდარი თმა და უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა. ასევე, თქვენს ოთხფეხა მეგობარს დაიცავთ კუჭ-ნაწლავის პრობლემებისგან, რადგან კატა ლოკვის დროს მკვდარ თმას ყლაპავს, რაც იწვევს გართულებებს. საჭიროა დღეში ორჯერ 5-10 წუთის განმავლობაში ვარცხნა. განსაკუთრებით კი სეზონური ბეწვის ცვენის დროს. ყველაზე კარგად მკვდარ თმას წვრილკბილიანი მეტალის სავარცხელი აშორებს, როგორიცაა მაგალითად, “ფურმინატორი”.

კატის სავარცხელი ფურმინატორი

დავარცხნა უნდა მოხდეს აუცილებლად ბეწვის ზრდის მიმართულებით. ფრთხილად დავარცხნეთ მუცელსა და კისერზე. პერიოდულად შეგიძლიათ მისცეთ კალცით და ბიოტინით მდიდარი ვიტამინები.

მცირე რაოდენობით ბეწვი ყოველთვის ცვივა კატას, მაგრამ თუ ბეწვის რაოდენობა და ცვენის პერიოდი იზრდება, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს დროული მკურნალობისთვის.

გაიგეთ თუ როგორ აარჩიოთ კატის საკვები

 


13048 ნახვა



მსგავსი პოსტები

როგორ მოვამზადოთ ძაღლი შემოდგომისთვის

როგორც ყველა ვამჩნევთ ზაფხული მიიწურა, ხალხი ქალაქს უბრუნდება და ემზადება შემოდგომისთვის, აახლებს გარდერობს, ცვლის ...

კატის ხასიათი და მისი ნიშნები

ალბათ ყველას გვაინტერესებს, თუ როგორ ხასიათზეა ჩვენი ფისო ამა თუ იმ მომენტში, სურს თუ არა მას მოფერება ან თამაში, მივაქციოთ ყურადღება თუ უბრალოდ მა...

კატის მოვლა და რამდენიმე რჩევა სანამ კატას აიყვანთ

კატები ძალიან კარგი კომპანიონები არიან, მათ იციან მეგობრობა და ზრუნვა, გრძნობენ როდის ხართ ცუდ ხასიათზე ან გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ამ დროს...